სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება: მე მიყვარს გარემო.
კლასი-მე-3
მოსწავლეთა რაოდენობა-16
მასწავლებელი-ოლია კურტანიძე
პროექტის შესრულების თარიღი: 25.09.2019-9.10.2019
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია დაბინძურებული გარემოს შესახებ, თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ნიადაგის,ჰაერის და წყლის დაბინძურებას.
მოაწყონ გარემოსდაცვითი აქცია
პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურის იმით, რომ პროექტი შეეხება დიდ ცხოვრებისეულ პრობლემას, რასაც დაბინძურებული გარემო ჰქვია. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს იმის ცოდნაში, რომ ბუნებას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, რაც ყოველი ადამიანის ვალია.
პროექტის მიზნები:
პროექტის მთავარი მიზანია ის, რომ მოსწავლეებმა დაიცვან ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესები და სხვებსაც მოუწოდონ რომ იყვნენ უფრო ლოიალურები ბუნების მიმართ. აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბუნების დასუფთავებაში.
მოაწყონ ეკო-აქცია და დაასუფთავონ თავიანთი სკოლის მიმდებარე ტერიტერიები.
ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები ისარგებლებეს IV კლასის ბუნების სახელმძღვანელოთი. კომპიუტერით და ინტერნეტით. ნაგვის ტომრები, ხელთათმანები, საინფორმაციო ბუკლეტები
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
აქტივობა. 1 შესრულების დრო: 25,26,27,28 სექტემბერი
კლასში თემის შერჩევის შემდეგ დავსვამ შემდეგ კითხვებს: 1) რა შედეგი მოსდევს ჰაერის დაბინძურებს? 2) რა შედეგი მოსდევს წყლის დაბინძურებას? 3. რა შედეგი მოსდევს ნიადაგის დაბინძურებას?
ჩამოვაყალიბებ სამ ჯგუფს. თითოეულს ეყოლება ლიდერი, რომელსაც დაექვემდებარებიან დანარჩენები.
პირველ ჯგუფს დავავლებ ინფორმაციის მოძიებას ჰაერის დაბინძურებაზე და ამ თემაზე პრეზენტაციის მომზადებას,
მეორე ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია დაბინძურებულ წყალზე და ამ თემაზე პრეზენტაციის მომზადებას .
მესამე ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია დაბინძურებულ ნიადაგზე და ამ თემაზე პრეზენტაციის მომზადებას .
აქტივობა 2. 30 სექტემბრიდან-4 ოქტომბრის ჩათვლით
ჯგუფები ერთობლივად დაამზადებენ ბუკლეტებს და დაარიგებენ მოსახლეობაში.
მოსწავლეების შეფასებისას დაკვირვების ობიექტი იქნება: მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში, ინფორმაციის მოძიება და მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის.
აქტივობა 3. 5,6,7 ოქტომბერი.
მოსწავლოეები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან და მშობლებთან ეკო-აქციის ჩატარების შესახებ.
სკოლის გამოყოფილი თანხით შეიძენენ ნაგვისბ ტომრებს და ხელთათმანებს ეკო-აქციისთვის.
აქტივობა 4. ეკო გარემოსდაცვითი აქციის ჩატარება. ჩატარების თარიღი: 8 ოქტომბერი
მოსწავლეები მშობლემთან და თემის მოხალისე წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავებენ სკოლის მიდამოებს.
აქტივობა 5. დრო: 9 ოქტომბერი
პროექტის პრეზენტაცია და ანგარიშის წარდგენა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებელთან.
მოსალოდნელი შედეგები– მოსწავლეებს შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და მის თვალსაჩინოდ წარმოდგენას. მიხვდებიან, რა შედეგი მოაქვს გარემოს დაბინძურებას და შეეცდებიან არ დააბინძურონ ის.
სარგებელი სხვებისთვის– მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას გარემოს დაბინძურებასა და მისი უარყოფითი გავლენის შესახებ.
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით: 1) მოძიებული ინფორმაცია. 2) პრეზენტაციის მომზადება. 3) მთლიანი შთაბეჭდილება.
პროექტის რეფლექსია
2019 წლის 25 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩავატარე სოციალური პროექტი მოსწავლეებმა დაიცვან ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესები და სხვებსაც მოუწოდონ რომ იყვნენ უფრო ლოიალურები ბუნების მიმართ. აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბუნების დასუფთავებაში.
მოაწყონ ეკო-აქცია და დაასუფთავონ თავიანთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიები.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ჩატარდა არაერთი აქტივობა, მოსწავლეემბა ერთობლივად იმუშავეს და მოაწყვეს საინფორმაციო შეხვდრები მოსახლეობასთან, მოუწოდეს მოსახლეობას გარემოს მოფრთხილების ნაგვის დაყრის თავის შეკავებისკენ. ჩაატარეს გარემოსდაცვითი ეკო-აქცია, მოსახლეობასთან ერთად დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიები.ვთვლი, რომ პროექტის წარმატებით დავასრულე და გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია. პროექტის დასაფინანსებლად და ნაგვის ტომრებისა და ხელთათმანების საყიდლად თანხით დაგვაფინანსა სკოლის ადმინისტრაციამ. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში პრობლემები არ შეგვქნია, მოსწავლეები თავიანთი მუშაობით კმაყოფილები დარჩნენ, რაც მათ მიერ დადებითად შეფასებულ კითხვარებში გამოჩნდა.
No comments:
Post a Comment