საწრეო
მუშაობა
გამომხატველობითი კითხვის
წაკითხული
ტექსტის
გააზრების წრის
სამუშაო პროგრამა
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|
საფეხური
|
დაწყებითი
|
|
კლასი
|
III - IV კლასის მოსწავლეები
|
|
წრის მუშაობის დაწყების დრო/საათი
|
2019 სასწავლო წელი, ხუთშაბათი 13 სთ
, 30 წთ.
|
|
ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
|
წრის ხელმძღვანელი
|
ოლია კურტანიძე
|
|
მიზანი
|
წრის
მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას,
რაც გამოიხატება მხატვრული ტექსტების გამომხატველობით და შთამბეჭდავად წაკითხვაში წაკითხულის გააზრებულად აღქმა და გადმოცემა ილუსტრაციებით
და შემდეგ მსჯელობით დაწყებითი საფეხურიდანვე მოსწავლეები შეძლებენ წიგნიერების კომპეტენციისა და კითხვის
უნარების განმტკიცებას, რადგან მათ უშუალოდ ექნებათ შეხება წიგნებთან, ტექსტებთან,
ბიბლიოთეკებთან. გამომხატველობითი კითხვის
და წაკითხულის გააზრების წრე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა
და გაძლიერებას, რაც ნაკლებად არის შესაძლებელი საგაკვეთილო პროცესის პროგრამის
ფარგლებში. წაახალისებს და აამაღლებს მოტივაციის დონეს იმ მოსწავლეებში, რომლებსაც
მეტნაკლებად აქვთ მხატვრული კითხვის და წაკითხულის გააზრების ნიჭი. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე განუვითარდება მოსწავლეს
გამომხატველობითი კითხვის
წაკითხული ტექსტის
გააზრების უნარები, მით უფრო შესაძლებელი იქნება მათი გამყარება სამომავლოდ.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს ურთიერთთანამშრომლობის
უნარები, ვინაიდან ისინი იმუშავებენ ჯგუფებად, სადაც ერთმანეთს გაუწევენ ურთიერთდახმარებას
და აზრთაგაზიარებას. წრის მუშაობის პერიოდში მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,
გამოიკვლევენ ახალი სიტყვებისა და ტერმინებს.
|
|
აქტუალურობა
|
წრეობრივ მუშაობაში
ჩართვა ერთერთი საშუალებაა უბიძგოს
მოსწავლეებს წიგნიერებისაკენ.
|
|
მოსალოდნელი
შედეგები:
(შესაბამისობა
ესგ გათვალისწინებულ შედეგებთან)
|
ქართ.
III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის
გადმოცემა.
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას. (ხმამაღლა კითხულობს
მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან; მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა
და სხვა გამომსახველობით ხერხებს;)
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო
ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.(ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ
/ შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;იყენებს
ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით; მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ. )
ქარ.
IV. 9. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის მიზნობრივი ტექსტების
სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავერბალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის
არავერბალური ინტერპრეტაციის უნარს.როლის (მოლაპარაკე ცხოველების, უსულო
საგნების) განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას,
დამახასიათებელ მოძრაობას, გარკვეულ არტიკულაციას; მოხერხებულობის, ტყუილის თუ სხვა
თვისებებისა და გრძნობების გამომხატველ მინიშნებებს);თანაკლასელების ჯგუფთან ერთად
განასახიერებს წაკითხული ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების მიმიკურ მიზანსცენებს
.
|
გამომხატველობითი
კითხვის წრის სამუშაო გეგმა
განსახილველი
თემები
|
თარიღი
|
ხანგრძლივობა
|
რესურსები
|
უნარების
განვითარება
|
|
1
|
წრის ჩამოყალიბება,
წრეში გაერთიანებულ
მოსწავლეთა სიების დადგება.წრის მუშაობის გეგმის გაცნობა,წრის სახელწოდების
შერჩევა.ჯგუფებად დაყოფა დავალებების განაწილება
|
19.09.
|
45 წთ
|
საკლასო ოთახი,ფურცელი,
კალამი,სია,ჟურნალი
|
თანამშრომლობა.
|
2
|
მასწავლებლის ან
მშობლის დახმარებით მასალების მოძიება საოჯახო და ადგილობრივ ბიბლიოთეკებში,
მასალების დახარისხება.
|
26.09
|
45 წთ
|
ბიბლიოთეკა,წიგნები,რვეული,კალამი
|
კვლევა-ძიება.წიგნიერების
კომპეტენციის უნარები
|
3
|
ვარჯიში შერჩეული
ტექსტების კითხვაში.
|
3.10
|
45 წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
შემოქმედებითი უნარები
კითხვა, წაკითხულის გააზრება
|
პაუზების,ინტონაციების
დაცვა.სხვადასხვა მოდალობის წინადადებების გამოთქმაზე ვარჯიში .
წაკითხული ტექსტის
გააზრება
მსჯელობა
|
სისტემატიურად
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
|||
4
|
ვიდეო
რესურსების მოსმენა,დაკვირვება და ანალიზი;
წრის
მოსწავლეთა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა
|
10.10.
|
45 წთ
|
ვიდეორესურსები
,კომპიუტერი,დისკები.
|
დაკვირვების უნარი
|
5
|
წრის ღონისძიების
დაგეგმვა და მისი განხორციელებისათვის მზადება,
|
17.10
|
45 წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
კითხვის უნარების
განვითარება
|
6
|
სხვადასხვა ღონისძიებებში
ჩართვა და წრეში მიღებული გამოცდილების გამოყენება
|
24.10
|
45 წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
|
პრეზენტაციის უნარი
|
7
|
საპრეზენტაციო ღონისძიებისათვის
ჯგუფებში კედლის გაზეთისა და აფიშის დამზადება
|
31.10.
|
45 წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,ფერადი
ფურცლები და ფანქრები.
|
ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,კითხვის
უნარები
|
8
|
რეპეტიცია პრეზენტაციისათვის
|
7.11.
|
45 წთ
|
ტექსტები,წიგნები,რვეული,
კალამი,დაფა,ცარცი,ფერადი
ფურცლები და ფანქრები.
|
გამომხატველობითი
კითხვის უნარები
წაკითხულის გააზრება.
|
9
|
გამომეტყველებითი
კითხვის წრის მოსწავლეების მიერ წრის მუშაობის საპრეზენტაციო ზეიმის მოწყობა.
|
14.11.
|
45 წთ
|
კომპიუტერი,პროექტორი,საკლასო
ოთახი,ხმის გამაძლიერებელი
|
პრეზენტაციის უნარები
|
10
|
რეფლექსია მოსწავლეთა
მიერ წრეში მუშაობის შედეგად მიღებული უნარების შესახებ
მშობლებთან შეხვედრა
|
21.11
|
45 წთ
|
რვეული,კალამი,დაფა,ცარცი,
ტესტები.
|
შევაჯამეთ ერთობლივად
მოსწავლეთა
წრეში მუშაობის შედეგი.
მშობლები კმაყოფილნი დარჩნენ.
|
კითხვარიმშობლებისათვის
სახელი:
გვარი:
მოსწავლისსახელიდაგვარი:
1.თანახმა ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა) დიახ; ბ)არა.
2. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3. როგორ ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო
მუშაობაში, თუ ხათრის გამო?
4. რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?
----------------------------------------------------------------------------------------
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი ---------------------------------------------
1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული ენისა და ლიტერატურის წრის შექმნის შესახებ?
--------------------------------------------------------
2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
-----------------------------------------------------
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
---------------------------------------------------------
4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
---------------------------------------------------------
5.როგორ შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
No comments:
Post a Comment