სოციალური პროექტი ბუნებაში
პროექტის დასახელება - ”შემოდგომის ერთი დღე ბუნებაში”
პროექტის კოორდინატორი მასწავლებელი: ოლღა კურტანიძე
სსიპ
გიორგი მთაწმინდელის სახელობის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა.
პროექტის მონაწილე მოსწავლეები: 3-4კლასი
პროექტის შესრულების თარიღი: 15- 24 სექტემბერი
პრობლემის განსაზღვრა
ბუნების მეტყველების
გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები მოსწავლეებს ეხმარება სამყაროს მთლიანობის აღქმაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართულიენა და ლიტერატურა, მათემატიკა, სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება) მიღებული ცოდნის ერთმანეთთან
დაკავშირება და პრაქტიკულად გამოყენება.
მიზანი
•
გარემომცველი სამყაროს შეცნობა;
•
ბუნებრივი პოზიტიური დამოკიდებულებების
განვითარება;
•
დაკვირვების, აღწერის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, მონაცემთა ორგანიზებისუნარისგანვითარება;
•
საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
•
თვითშეფასების უნარის განვითარება;/ პრეზენტაციის
უნარის განვითარება.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები
მოსამზადებელი ეტაპი ამოცანები:
1.
მოსწავლეებისათვის და მშობლებისთვის
პროექტის მიზნის გაცნობა 15
სექტემბერი
2.
მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის
შესაბამისი დავალებების მიცემა, 16 სექტემბერი
ფუნქციების განაწილება ჯგუფებს შორის
3.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
(ტრანსპორტი, რესურსები და სხვ.). 17-18 სექტემბერი
4.
ლაშრობა ტყეში დასაკვირვებელი მასალის
(სხვადასხვამცენარის ფოთლების, გირჩების)
შეგროვება;
დაკვირვების წარმოება და შედეგების ჩაწერა;
ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრა
ბუნებრივი ორიენტირების დახმარებით და
მიღებული შედეგის შედარება კომპასით
მიღებულ შედეგთან; 19
სექტემბერი
გეოგრაფიული ობიექტების დასახელება და
მათი ურთიერთმდებარეობის განსაზღვრა;
მდინარის დინების მიმართულების განსაზღვრა;
მდინარის მარჯვენა და მარცხენა
სანაპიროების განსაზღვრა;
ფოტოსურათების გადაღება.
5.
ამინდზე დაკვირვების შედეგების პირობითი
ნიშნების გამოყენებით ჩაწერა,
მონაცემების ცხრილში ორგანიზება, 19 სექტებმერი
სეზონური მოვლენების აღწერა,
ფოთლის ანაბეჭდზე მოკლე აღწერილობითი
ტექსტის შექმნა, მცენარის ნაწილების აღწერა
და მათი ფუნქციების განსაზღვრა,
შესაბამისი მასალის დაჯგუფება;
6.
თხზულების დაწერა თემაზე “შემოდგომა”,
შთაბეჭდილებებისა და ბუნებისადმი 20
სექტემბერი
საკუთარი დამოკიდებულების
წერილობითი გადმოცემა;
7.
შეგროვებული ფოთლების,
გირჩების სიგრძის გაზომვა,
მონაცემების ცხრილში ორგანიზება, 21 სექტემბერი
ჰერბარიუმის გაკეთება,
სვეტოვანი დიაგრამის შედგენა;
8. შეგროვებული ფოთლებისაგან
და გირჩებისაგან
ლამაზი კომპოზიციების შექმნა 22-23
სექტემბერი
9. პროექტის პრეზენტაცია
მშობლებისთვის და
სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისთვის 24
სექტემბერი
საპრეზენტაციო ნამუშევრების მომზადება თვითშეფასების სქემების შევსება
პროექტის შედეგების პრეზენტაცია ამოცანები:
•
გამოფენა, ნამუშევრების წარდგენა;
•
ჩატარებული სამუშაოს ანგარიში.
რესურსები
ჰაერის ტემპერატურის საზომი თერმომეტრები, კომპასები, ერთჯერადი ხელთათმანები, ყუთები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, წებო, ფორმატები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარესამყაროს, განუვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, თვითშეფასების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. შეძლებენ ახალი ცოდნის შეძენას და ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. ყოველივე ეს შექმნის დადებით სასწავლო მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლებისხარისხს.
დანართი #1
დაკვირვების აღრიცხვა
დაკვირვება ამინდის კომპონენტებზე
ღრუბლიანობა -------------
ნალექი ----------------------
ქარი -------------------------
ჰაერის ტემპერატურა
დასკვნა:
-------------------------------------------------------------------------------------
სეზონური მოვლენა:
------------------------------------------------------------------
დანართი №2 პროექტის შეფასების კითხვარი მონაწილეთათვის
1.
რა
იყო სოციალური პროექტის მიზანი და მიაღწიეთ თუ არა მიზანს?
2.
მოხდა
თუ არა სოციალური პროექტის მიმდინარეობისას პროექტის მიზნის მოდიფიცირება?
3.
ითანამშრომლეთ
თუ არა სოციალური პროექტით დაგეგმილ ყველა
სოციალურ ჯგუფთან?
4.
მოხდა
თუ არა პროექტის დასრულება დაგეგმილ დროში?, რა რამ გამოიწვია ცვლილებები და როგორ მოაგვარეთ?
5.
პროექტის
დასრულების გააკეთეთ თუ არა პროექტის პრეზენტაცია?
დანართი №3
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
პროექტის სახელწოდება:
პროექტის მონაწილე მოსწავლის სახელი და გვარი:
№
|
კითხვები
|
დიახ
|
არა
|
1.
|
ვიყავი თუ არა აქტიურად
ჩართული პროექტის გეგმის დაწერასა და განხორციელებაში.
|
||
2.
|
პროექტის მიმდინარეობისას
რა მომეწონა ყველაზე მეტად
|
||
3.
|
ხალისით მუშაობდი პროექტის
აქტივობებზე
|
||
4.
|
ვთანამშრომლობდი ჯგუფის
ყველა წევრთან.
|
||
5.
|
აქტიურად ვიყავი ჩართული
აქტივობების მიმდინარეობისას.
|
||
6.
|
სიამოვნებით ვიმუშავებდი
კიდევ მსგავსს პროეტებზე
|
დანართი №4
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
1.
პროექტის
დაგეგმვისას გავითვალისწინე თუ არა მოსწავლეთა ინტერესები და შეხედულებები?
ა. დიახ
ბ. არა
გ. ნაწილობრივ
2.
მოვახერხე
თუ რა პროექტში ყველა მოსწავლის და მოხალისე
მოქალაქეების ჩართვა?
ა. დიახ
ბ. არა
გ. ნაწილობრივ
3.
მოვაღწიე
თუ არა პროექტით დაგეგმილ მიზანსა მოსალოდნელ შედეგს.
ა. დიახ
ბ. არა
გ. ნაწილობრივ
4.
დავასრულე
თუ არა პროექტი გაწერილ დროს.
ა. დიახ
ბ. არა
გ. ნაწილობრივ
პროექტის რეფლექსია
2019 წლის 15 დან 24 სექტემბრის ჩათვლით
გიორგი მთაწმინდელის სახელობის სოფელ ტაძრისის საჯარო
სკოლაში მოსწავლეების და მშობლების მონაწილეობით ჩავატარე
სოციალური პროექტი „შემოდგომის ერთი დღე“ .
პროექტის მიზანი იყო გარემომცველი სამყაროს შეცნობა; ბუნებრივი პოზიტიური დამოკიდებულებების განვითარება; დაკვირვების, აღწერის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, მონაცემთა ორგანიზებისუნარისგანვითარება; საკუთარი დამოკიდებულების წერილობითი გადმოცემისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება; თვითშეფასების უნარის განვითარება;/ პრეზენტაციის
უნარის განვითარება.
პროექტი ჩავატარე მე-3 და მეოთხე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტის
განმავლობაში მოსწავლეებმა დააკვირდნენ და აღწერეს გეოგრაფული გარემო, დააკვირდნენ
ამინდს, გამოიყენეს კომპასი და ბუნებრივი ადგილმდებარეობის მაჩვენებლები ჰორიზონტის
მხარეების განსაზღვრავად, შეაგროვეს ფოთლების და ნაძვის გირჩები, გაზომეს და გამოიყენეს
ლამაზი საშემოდგომო კომპოზიციების შესაქმნელად. აქტივობების შესასრულებლად იმუშავეს
ჯგუფებში, ითანამშრომლეს ერთმანეთთან, ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები.
მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად მოსწავლეებმა დაწერეს თხზულება „შემოდგომა“ . პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა ყველა
აქტივობები, რომელიც დავგეგმე პროექტის შედგენისას, გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
ყველაზე წარმატებული იყო აქტივობა ლაშქრობა ტყეში მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად. ამ ლაშქრობამ კიდევ უფრო დაახლავა მესამე და მეოთხე
კლასელები. პროექტის ბოლოს განხორცილდა პროექტის საბოლოო პრეზენტაცია, სადაც განვიხილეთ
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიუხედავად ამისა, ხარვეზად მივიჩნევ მშობლების
ნაკლებ ჩართულობას, აქტიურად მხოლოდ რამოდენიმე იყო ჩართული. სამომავლოდ აუცილებლად
გავითვალისწინებ
აღნიშნულ პრობლემას და ვეცდები მშობლების უფრო გააქტიურებას.
No comments:
Post a Comment